დაგვიჯერებ, რომ გითხრათ, რომ ყოველი საბანკო სესხის აღებისას ახალი ფული იქმნება?
სანამ სტატიას დავიწყებთ, გახარებთ, რომ სესხზე ყოველთვიური შენატანის გამოსათვლელი კალკულატორი შევქმენით. მხოლოდ სესხის ოდენობის, წლიური საპროცენტო განაკვეთისა და სესხის ხანრგძლივობის შეყვანით, კალკულატორი წამებში გეტყვის, თუ რისი ტოლი იქნება შენი ყოველთვიური გადასახადი.
გადადი ლინკზე და გამოიყენე სესხზე ყოველთვიანი შენატანის გამოსათვლელი კალკულატორი.
სესხი – საქართველოში ეს სიტყვა უმეტესად უარყოფით გრძნობებთან ასოცირდება – ფინანსური ვალდებულება, ჭარბვალიანობა, ბანკში ჩადებული ქონება და ა.შ. ცხადია, არავინ არ სიამოვნებს ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან თუ სხვა პირებთან ვალდებულად ყოფნა. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, სესხი, მხოლოდ მაშინ არის ცუდი, როდესაც სასესხო ხელშეკრულებას ვერ ვასრულებთ და საკუთარ თავზე აღებულ ფინანსურ ვალდებულებას ვერ ვუმკლავდებით.
იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა არის სესხი და რა მექანიზმი დგას მის უკან. ამასთანავე, სესხის ტიპებშიც უნდა ვერკვეოდეთ, რომ რაიმე შეუსაბამო ტიპის სესხი არ ავიღოთ და შემდეგ თავ-ბედი არ ვიწყევლოთ.
ამიტომ, არ დაიზარო და ბოლომდე ჩაიკითხე სტატია.
რა ხდება სესხის გაცემის დროს?
ინტიუციურ დონეზე თითქოს ყველას გვესმის თუ რა არის სესხი. თუმცა, ცოტამ თუ იცის რეალურად რა მექანიზმი დგას ამ თითქოსდა ჩვეულებრივი მოვლენის უკან. ამ სტატიაში, ზუსტად აი ამ მექანიზმს გაგაცნობთ და ბიზნეს და პერსონალურ სესხებზე ვისაუბრებთ; გეტყვით, თუ როგორც ბიზნესმა, როდის და რატომ უნდა აიღოთ სესხი და გასწავლით, თუ რა გზით ერიცხება სესხს პროცენტი.
მოდი, ჯერ ერთი-ორი სიტყვა სესხის აღების პროცესზე ვთქვათ.
ელენეს ფული სჭირდება და სესხის აღება აქვს გადაწყვეტილი. რა უნდა ქნას? უნდა მივიდეს ბანკში, მიკროსაფინანსოში, ან თავისი დამქირავებელი კომპანიისგან ისესხის. ვინც არ უნდა იყოს გამსესხებელი, ყველა ერთნაირ ინფორმაციას მოსთხოვს: პირადი ნომერი, საკრედიტო ისტორია, სესხის აღების მიზეზი და ა.შ. თუმცა, კომპანიასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან ფულის სესხება ბანკიდან ფულის სესხებისგან რადიკალურად განსხვავებული მოვლენაა.
მიკროსაფინანსოებისაგან და კომპანიისგან ფულის სესხებისას ჩვენ უბრალოდ დროებით “ვთხოულობთ” ფულს და რაღაც დროის შემდეგ ცოტათი მეტ ფულს ვაბრუნებთ. ბანკების შემთხვევაში სხვანაირადაა.
ვთქვათ, ელენეს ბანკში დაუმტკიცეს სესხი. ახლა რა ხდება? ელენე ხელს მოაწერს კონტრაქტზე, რომელშიც გადახდის პირობა, თარიღი, საპროცენტო განაკვეთი, მსესხებლის უფლებები და მოვალეობები და სხვა ინფორმაცია წერია, და სასურველ თანხას მიიღებს.
არც თუ ისე რთული პროცესი ჩანს. მითუმეტეს, დღეს, როდესაც ინტერნეტ ბანკში უკვე რამდენიმე კლიკით შეგიძლიათ მცირე სესხის აღება. ცხადია, რაც უფრო დიდია სესხი, მით უფრო რთულია აღების პროცესი, მაგრამ სესხის გაცემის ბიუროკრატიულ მექანიზმზე არ გვინდა საუბარი.
დაგვიჯერებ, რომ გითხრათ, რომ ყოველი საბანკო სესხის აღებისას ახალი ფული იქმნება? ფულის დაბეჭდვას არ ვგულისხმობთ.
ვთქვათ, ელენემ 1000 ლარის სესხი აიღო. საიდან მოვიდა ეს ფული? დროა, მეორე პერსონაჟი შემოვიყვანოთ - ნიკა.
ნიკამ რამდენიმე დღის წინ, ამავე ბანკში 1200 ლარის ოდენობის დეპოზიტი შეიტანა იმ პირობით, რომ თუ ამ ფულს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბანკიდან არ გამოიტანდა, საპროცენტო სარგებელს მიიღებდა. ბანკმა ამ 1200 ლარიდან, 200 ლარი რეზერვების სახით შეინახა, 1000 ლარი კი გასასესხებლად გაამზადა.
აი ეს 1000 ლარი მიიღო ელენემ.
გამოვიდა, რომ ნიკას თავის დეპოზიტზე 1200 ლარი ისევ აქვს, მაგრამ ამავდროულად ელენემ მისი 1000 ლარი ჩაიდო ჯიბეში. ანუ, ნიკას 1200 ლარი 2200 ლარად გადაიქცა.
ახლა ელენე წავა და ამ ფულს დახარჯავს. ანუ ეს 1000 ლარი კიდევ სხვა ადამიანების ჯიბეში აღმოჩნდება. რაღაც პერიოდის შემდეგ კი ელენე თავის პროცენტდარიცხულ სესხს დააბრუნებს. ბანკი პროცენტის მოგებას დაიტოვებს, ძირ 1000 ლარს კი ან ნიკას დაუბრუნებს, თუ ნიკამ ფულის გამოტანა ისურვა, ან კიდევ ერთხელ გაასესხებს.
ბუნებრივია, რაც უფრო მეტ სესხს გასცემს ბანკი, მით უფრო მეტი ახალი ფული შეიქმნება. დღევანდელ ეკონომიკაში არსებული ფულის მასის დაახლოებით 80% ზუსტად ასეთი გზით არის შექმნილი. ქეში, იგივე ფიზიკური კუპიურები, ფულის მასის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.
საბოლოოდ გამოდის, რომ ბანკი, თავისი დეპოზიტორების ფულის გასესხებით, ახალ ფულს ქმნის.
ახლა უკვე სესხის ბუნება გვესმის, ამიტომ უფრო პრაქტიკულ და ხელშესახებ თემზე გადავიდეთ. ჯერ ბიზნეს და პერსონალურ სესხებზე ვისაუბროთ, შემდეგ კი სესხის ორ ძირითად ტიპებზე.
ბიზნეს და პერსონალური სესხები
პერსონალური სესხის მაგალითი ზემოთ მოვიყვანეთ. ელენემ ზუსტადაც, რომ პერსონალური სესხი აიღო. ასეთი სესხების უდიდესი ნაწილი არაუზრუნველყოფილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სესხის უზრუნველსაყოფად თავისი აქტივები (ანაბარი, უძრავი ქონება და ა.შ) არ გამოუყენებია.
თუ რატომ იღებენ ადამიანები ამ ტიპის სესხებს ცალსახაა და ზედმეტ ახსნას არ მოითხოვს.
აი ბიზნეს სესხების შემთხვევაში კი სულ სხვაგვარადაა საქმე. უპირველესად, ბიზნეს სესხები ძირითადად აქტივებით უზრუნველყოფილია, გაცილებით დიდ თანხას ეხება და საგრძნობლად მეტ დროს მოითხოვს დასამტკიცებლად.
ბიზნეს სესხის მიზნობრიობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგალითად, საბრუნავი საშუალებების დაფინანსება ან ძირითადი საშუალებების შეძენა/განახლება. როგორც წესი, საბრუნავი საშუალებებისთვის მოკლევადიანი სესხს იღებენ ხოლმე.
ამასთან ერთად, რამდენიმე რაციონალური მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა აიღოს ბიზნესმა სესხი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ქეშის ნაკლებობას არ განიცდის. ამაზე სხვა სტატიაში ვისაუბროთ, ახლა კი სესხების ორ ძირითად კლასს მივხედოთ.
სესხის ტიპები
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციაში სესხის კომერციული სახელწოდება შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს, თუმცა, მათი უმეტესობა პროცენტის დათვლის მეთოდის მიხედვით ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ: მარტივი სესხი და კლებადი ნაშთის მქონე სესხი.
მარტივი სესხი
მარტივი სესხის მაგალით ზემოთ მოვიყვანეთ, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბანკები და სხვა ფინანსური ორგანიზაციები ასეთ სესხებს არ გასცემენ. ასეთი ტიპის სესხებს მხოლოდ მევახშეები და ლომბარდები თუ შემოგთავაზებენ.
ამისდა მიუხედავად, მაინც მნიშნელოვანი ფორმის სესხის და ამიტომ მის მექანიზმსაც შევხედოთ.
ჩავთვალოთ, რომ ელენეს 1000 ლარიანი სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი 6%-ია და გადახდის ვადა 3 თვე აქვს. ვნახოთ ყოველ თვე რამდენის გადახდა მოუწევს.
I თვის საპროცენტო ხარჯი = 1000 * 6% = 60
II თვის საპროცენტო ხარჯი = 1000 * 6% = 60
III თვის საპროცენტო ხარჯი = 1000 * 6% = 60
დააკვირდი, რომ ყოველი თვის საპროცენტო გადასახადი ძირი თანხიდან, ჩვენს შემთხვევაში 1000 ლარიდან, გამოითვლება და არა პროცენტდარიცხული რაოდენობიდან.
რაც შეეხება ძირი თანხის გადახდას, ელენე მას სესხის ვადის ბოლოს გადაიხდის.
ამ მეთოდს მარტივი საპროცენტო განაკვეთ ეწოდება.
ამავე სახის იქნებოდა პროცენტი, თუ ელენეს არა ყოველთვიური, არამედ პერიოდის ბოლოს გადასახდელი პროცენტი დაერიცხებოდა.
კლებადი ნაშთის მქონე სესხი
თითქმის ყველა ბიზნეს სესხი, რომლის აღებაც ბანკიდან ან სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან შეგიძლია, ამ ტიპისაა. გამონაკლისია მხოლოდ სპეციალური პირობის მქონე სესხები, მაგ. სეზონური სესხები.
ამიტომ, დიდი ალბათბით არ შეცდები თუ ჩათვლი, რომ ბანკიდან რა ბიზნეს სესხსაც აიღებ, ამ ტიპის იქნება.
კლებადი ნაშთის მქონე სესხის დროს ყოველი გადასახდელი პერიოდის ბოლო ვიხდით, როგორც დარიცხრულ პროცენტს, ასევე ძირი თანხის ნაწილსაც. ამასთანავე, სესხის აღების მომენტში სხვა გადასახადებიც წარმოიშვება, მაგალითად: სიცოცხლის დაზღვევის გადასახადი.
ყვლაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ გადასახდელი პროცენტი არა მთლიანი ძირი თანხიდან, არამედ დაუფარავი ძირი თანხიდან გამოითვლება. აი მაგალითად:
ელენეს სესხი 100 000 ლარის ოდენობის რომ ყოფილიყო, 4.5%-იანი წლიური განაკვეთითა და 30 თვის ვადით, შემდეგი ფორმულით გამოვთვლიდით მის თვიურ გადასახადს:
PMT = (PV * R) / (1 - (1 + R)^(-n))
საშიში ფორმულაა, არა? არ ინერვიულო, საბედნიეროდ ამდენი ყვალება აღარ მოგიწევს, რადგან ჩვენ შენ ნაცვლად ვიწვალეთ და კალკულატორი შევქმენით, რომელიც ამ ყველაფერს წამებში გამოგითვლის. აი, შეხედე:
კალკულატორიმა მაშინვე გვითხრა, რომ ასეთი პირობების მქონე სესხის შემთხვევაში, ელენეს ყოველწლიური შენატანი 3,530.59 ლარის ტოლი იქნება. ამ თანხაში შედის, როგორც საპროცენტო გადასახადი, ასევე სესხის ძირის დასაფარი ნაწილიც. საბოლოოდ კი გამოვა, რომ ელენე უკან 105,917.93 ლარს დააბრუნებს, საიდანაც 5,917.63 ლარი საპროცენტო შენატანი იქნება.
გადადი ლინკზე და გამოიყენე სესხზე ყოველთვიანი შენატანის გამოსათვლელი კალკულატორი.
Comentarios