top of page
  • Writer's pictureკერნელი

გაიგე რამდენად ლიკვიდურია შენი კომპანია

Updated: Nov 9, 2020

რა არის და როგორ გამოითვლება მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი?

სანამ სტატიაზე გადავალთ, ერთ კარგ ამბავს გახარებთ. კერნელის გუნდმა მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტის მარტივი კალკულატორი შევქმენით, რომლის მეშვეობითად წამებში გაიგებ, თუ რამდენად ლიკვიდურია შენი ბიზნესი და რამდენად აქვს მას ვალების დაფარვის რესურსები.


გადადი ლინკზე და გამოთვალე მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი შენი კომპანიისთვის ჩვენი მარტივი კალკულატორის გამოყენებით.


მიმდინარე ლიკვიდურობის (დაფარვის) კოეფიციენტი გვეუბნება, აქვს თუ არა კომპანიას მიმდინარე, ანუ მოკლევადიანი, ვალდებულებების დაფარვის რესურსი. ანუ, რამდენად შეუძლია კომპანიას, მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად, თავისი მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივების უტილიზაცია.


ამ კოეფიციენტის გამოსათვლელად, ჩვენ კომპანიის მიმდინარე აქტივები მიმდინარე ვალდებულებებთან უნდა შევაფარდოთ.


მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი = მიმდინარე აქტივები / მიმდინარე ვალდებულებები


მიმდინარე აქტივებსა და ვალდებულებებს შენი კომპანიის საბალანსო უწყისში იპოვი. თუ ჯერ კიდევ არ შეგიქმნია საბალანსო უწისი, გადადი ლინკზე და გაიგე როგორ უნდა ააგო ის.


საბალანსო უწყისის სტატიაშიც იპოვი მოკლევადიანი აქტივებისა და ვალდებულებების განმარტებას, თუმცა მოდი აქაც გავიმეოროთ.


მიმდინარე აქტივები


მოკლევადიანი აქტივებია ისეთი ლიკვიდური აქტივები, რომელთა ფულად გადაქცევასაც ერთ წელზე ნაკლები დრო სჭირდება.


მაგალითად, მარაგები მოკლევადიანი აქტივებია, რადგან მათი მეშვეობით პროდუქციას ვამზადებთ, რომელსაც შემდგომ ვყიდით. ანუ, მარაგები მალევე გადაიქცევა ფულად.

მიმდინარე აქტივების მაგალითებია:


  • ნაღდი ფული და მისი ექვივალენტები

  • მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდები

  • სავაჭრო მოთხოვნები

  • მარაგები

  • ავანსად გადახდილი ხარჯები

მიმდინარე ვალდებულებები


მოკლევალდიანი ვალდებულებებია ისინი, რომელთაც ერთ წელზე ნაკლებ დროში გავისტუმრებთ. როგორც წესი, ზუსტად ამ ტიპის ვალდებულებებს ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება, რადგან ბიზნესის ლიკვიდურობასთან პირდაპირ კავშირშია.

მოკლევადიანი ვალდებულებების მაგალითებია:


  • მოკლევადიანი სესხები

  • სავაჭრო ვალდებულებები

  • საპროცენტო დავალიანება

  • საგადასახადო დავალიანება

კოეფიციენტის გამოთვლა


ტერმინებს უკვე გავეცანით, ახლა უშუალოდ კოეფიციენტის გამოთვლას მივხედოთ.

ვთქვათ კომპანია "ალფას" მიმდინარე აქტივები და ვალდებულებები შემდეგია:


  • ნაღდი ფული - 15 ათასი ლარი

  • სავაჭრო მოთხოვნები - 20 ათასი ლარი

  • მარაგები - 25 ათასი ლარი

  • მოკლევადიანი სესხი - 15 ათასი ლარი

  • სავაჭრო ვალდებულებეი - 15 ათასი ლარი


რა იქნება მისი მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი?


ამისათვის მიმდინარე აქტივების ჯამი მიმდინარე ვალდებულებებთან უნდა შევაფარდოთ.


მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი

=

(15 +20 + 25) / (15 + 15) = 60 / 30 = 2


თუ კოეფიციენტი 1-ზე მეტია ეს კომპანიის კეთილდღეობაზე მიუთითებს. თუმცა, თუ ეს მაშვენებელი ძალიან მაღალია, მაგალითად 4-ის ტოლი, ეს შეიძლება იმასზე მიანიშნებდეს, რომ კომპანია თავის მიმდინარე აქტივებს ეფექტურად ვერ იყენებს.


აღმოჩნდა, რომ "ალფას" კოეფიციენტი 2-ს უდრის, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მარტივად შეუძლია თავისი მიმდინარე ვალდებულებების დაფარვა.


მოდი, ვნახოთ ჩვენი კალკულატორით როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი.

აი ასე, ძალიან სწრაფად და მარტივად. ჩავწერეთ მიმდინარე აქტივებისა და ვალდებულებები სიდიდეები და პასუხიც მივიღეთ.


გადადი ლინკზე და გამოთვალე მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი შენი კომპანიისთვის ჩვენი მარტივი კალკულატორის გამოყენებით.


მადლობა! ძალიან მაგარ სტატიებს გამოგიგზავნით ხოლმე.

შემოუერთდი ჩვენს ყოველკვირეულ ბლოგს!

bottom of page