top of page

დაგვეხმარე, რომ დაგეხმაროთ

  • Writer: კერნელი
    კერნელი
  • Jul 15, 2020
  • 1 min read

Updated: Jul 16, 2020

დაგვატესტინე პროდუქტი


გვეღირსა! რამდენიმე დღის წინ კერნელის ინვოისირების აპლიკაცია გავუშვით! ჯერჯერობით ბეტა ვერსიაშია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო პროდუქტს სულ მალე მივიღებთ.


თუმცა, თქვენი დახმარების გარეშე ეს პროცესი კიდევ უფრო გაიწელება და საბოლოოდ ისეთ პროდუქტს ვერ შემოგთავაზებთ, როგორიც თქვენ გინდათ. დაიმახსოვრეთ, ეს პლატფორმა იმისათვის იქმნება, რომ თქვენ გამოიყენოთ და არა ჩვენ, ამიტომ ერთი რაღაც უნდა გთხოვოთ:

დაგვეხმარე დატესტვაში!


ჩვენც ძალიან გაგვახარებთ და თქვენი მომავალი თავებიც მადლობას გეტყვიან, თუ პროდუქტის დატესტვაში, ანუ მის გაუმჯობესებაში, დაგვეხმარებით.


პროცედურა ძალიან მარტივია. შედი https://invoice.kerneltools.com/-ზე, დარეგისტრირდი, შექმენი ინვოისები და სესიის დასრულების შემდეგ შთაბეჭდილებები გაგვიზიარე - რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა, რას და როგორ გააუმჯობესებდი და ა.შ. ნებისმიერი სახის რელევანტური კომენტარი მნიშვნელოვანია.


ასე, რომ არ დაგვინდო და კრიტიკა არ დაიშურო!


რა ფუნქციების გამოყენება შეგიძლია

შეავსე პროფილი

დაამატე ლოგო, მოირგე პარამეტრები და შეავსე ყველა სავალდებულო ველი.

დაამატე კლიენტები

კლიენტის გარეშე ინვოისი არ არსებობს. შექმენი კლიენტები, რომ მერე მარტივად ჩასვა ინვოისებში.

შექმენი და გააგზავნე ინვოისები

ინვოისების შექმნის პროცესი თითქმის სრულყოფილია და შეგიძლია თავდაჯერებით შექმნა და გააგზავნო ინვოისები.

ანალიტიკა

რა აზრი აქვს საქმის კეთებას თუ არ გეცოდინება რამდენად კარგად აკეთებ მას? უკვე შეგიძლიათ დინამიკურად ადევნოთ თვალი ინვოისების, ქეშის მოძრაობისა და დავალიანებების ბალანსებს.


კომენტარები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე ან Facebook-ზე.


აპლიკაციის გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ კომპიუტერიდან შეგიძლიათ, თუმცა მობილურის ვერსიაზეც ვმუშაობთ. ასევე, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ გუგლის ან Facebook-ის ანგარიშის მეშვეობით.

 
 
 

Comments


მადლობა! ძალიან მაგარ სტატიებს გამოგიგზავნით ხოლმე.

შემოუერთდი ჩვენს ყოველკვირეულ ბლოგს!

bottom of page