“ქრაუდფანდინგი მოხოლოდ ფულის შეგროვება არაა. ის ადამიანების საერთო მიზნისთვის გაერთიანებას გულისხმობს. არა მდიდარი და ძლევამოსილი, არამედ ისეთი ჩვეულებრივი ადამიანების, როგორებიც მე და თქვენ ვართ.”- ჟოზეფინ დეილმანსი.
თუ თქვენ ბოლო ათწლეულის განმავლობაში წინდების გროვის ქვეშ არ ცხოვრობდით, მაშინ ერთხელ მაინც გაიგებდით სიტყვა — ქრაუდფანდინგს. ეს ფასონური სიტყვა რაიმეს დასაფინანსებლად ადამიანის ფართო ჯგუფების მობილიზაციის აღსაწერად გამოიყენება. ახალი ამბები და სოციალური მედიის საიტები სავსეა პროექტებით, რომლებიც ამა თუ იმ მიზნისთვის ფულის შეგროვებას ცდილობენ. ასევე, დიდი შანსია, რომ თქვენს ერთ ნაცნობს მაინც ეცოდინება უმსხვილესი ქრაუდფანდინგ პლატფორმის, GoFundMe-ს, შესახებ. მართალია, თვითონ ტერმინი ახალია, მაგრამ ქრაუდფანდინგი, როგორც მოვლენა სულაც არაა ახლადშობილი.
მისი ისტორიის გამოკვლევა უბრალოდ სახელებისა და რიცხვების ჩამოწერაზე რთული საქმეა. რაღაცის ან ვიღაცის ისტორია მის განვითარებასაც მოიცავს. ბევრი ფიქრობს, რომ ქრაუდფანდინგი 2000 წელს ArtistShare-ის გახსნით დაიბადა, მაგრამ ეს არასწორია. ჩვენ უფრო შორეული, რამდენიმე საუკუნის წინანდელი რეალობიდან უნდა დავიწყოთ ამ მოვლენის კვლევა და მხოლოდ შემდეგ ვისაუბროთ თანამედროვე ქრაუდფანდინგზე. მოდით ვნახოთ თუ სად ძევს მისი ფესვები.
1713 წელი, ალექსანდრე პოუპი და ილიადა
გადავინაცვლოთ სამი საუკუნით უკან ლონდონში, სადაც ახალგაზრდა და ნიჭიერი მწერალი, ალექსანდრე პოუპი, თარგმნის ჰომეროსის ერთ-ერთ შედევრს — ილიადას. მან 15,693 ხაზს უკვე გაართვა თავი, მაგრამ წიგნის გამოსაცემად საკმარისი თანხა არ ჰბადია.
ყოველი უძილო ღამე და მუშაობის გრძელი და დამღლელი საათები წყალში ჩაეყრებოდა თვისი პროექტის დასაფინანსებლად „შეწირულობის მეთოდისთვის“ (რომელიც ქრაუდფანდინგის პირვანდელი ფორმაა) რომ არ მიემართა. ეს მეთოდი შემდეგს გულისხმობდა: ადამიანები, რომლებიც გარკვეულ თანხას გაიღებდნენ, საჩუქრად წიგნის უფასო ეგზემპლარს მიიღებდნენ. ფაქტობრივად, პოუპმა მანამდე გაყიდა თავისი წიგნი სანამ გამოუშვებდა. მაგრამ ადამიანებს უცბად ხომ არ დაესიზმრებოდათ, რომ ალექსანდრეს წიგნის გამოსაცემად ფული სჭირდებოდა, არა, მას ხალხისთვის ხმა უნდა მიეწვდინა.
ზუსტად ამ მიზნით პოუპმა თავის წინა ნაშრომის, „Rape and Lock“-ის, ბოლო გვერდზე ილიადას პროექტს რეკლამირება უბრალო სიტყვებით გაუკეთა:
„ეს ნაშრომი (ილიადა) სამ ტომად დაიბეჭდება, უმაღლესი ხარისხის ფურცელზე, ორნამენტებითა და ბრინჯაოზე ამოტვიფრული დამფინანსებლების ინიციალებით. კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც ჩემი ნაშრომის მიმართ თავიანთ ინტერესს ფინანსური დახმარებით გამოხატავენ, საჩუქრად წიგნის პირველ ტომს საჩუქრად მიიღებენ.“
მან 750 დამფინანსებლის მოძიება შეძლო, რომლებმაც ყველანაირი დაყოვნების გარეშე, მანამ, სანამ წიგნი საზოგადოებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, თავიანთი დამსახურებული წიგნებიც მიიღეს.
გაკვეთილი: რეკლამირება და დაჯილდოვების სისტემა ქრაუდფანდინგის წარმატებული პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნეოვანესი ელემენტია.
1783 წელი, მოცარტი და მისი კონცერტოები
ისეთი სახელგავარდნილი კომპოზიტორიც კი, როგორიცაა მოცარტი, ერთ დროს თავისი ნაშრომების სცენაზე წარსადგენად, ფულის ნაკლებობას განიცდიდა. ამიტომ, მან თავისი პროექტის დასაფინანსებლად საზოგადოებას მიმართა — დახმარების შემთხვევაში კი ხელნაწერ ეგზემპლარს დაჰპირდა.
პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. თუმცა მოცარტი არ იყო ის ადამიანი, რომელსაც ერთჯერადი კრახი შეაკავებდა თავისი მიზნის მიღწევისგან. მეორე ცდაზე 176-მა ადამიანმა გაიღო ფულადი დახმარება. ამადეუსმა მათ, დაპირებულ ჯილდოსთან ერთად, ინდივიდუალური წერილები გაუგზავნა, რომლებშიც მადლობას უხდიდა და თავისი ნაშრომის ორიგინალზე მათი სახელები ამობეჭდა.
გაკვეთილი: მხარდამჭერებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, მათ თავი დაფასებულად უნდა იგრძნონ.
1874 წელი, ამერიკელები, ფრანგები და თავისუფლების განდაკება
როგორც ყველამ ვიცით, თავდაპირველად, თავისუფლების ქანდაკება ფრანკო-ამერიკული კავშირის აღსანიშნავად, საფრანგეთის საჩუქარი უნდა ყოფილიყო ამერიკელებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, საფრანგეთის მთავრობამ ვერ შეძლო საკმარისი თანხის გამოყოფა, რომ ეს პროექტი აღსრულებულიყო.
იმისათვის, რომ თავისუფლების ქანდაკებას მზის შუქი ენახა, ამერიკამ და საფრანგეთმა თავიანთ მოქალაქეებს მიმართეს. პროექტი საოცრად წარმატებული გამოდგა — ამერიკელებმა 100 000$, კვარცხლბეკის, ხოლო ფრანგებმა 250 000 ფრანკი, თავად ქანდაკების, ასაშენებლად შეაგროვეს.
როგორც წინა ორი ისტორიული პროექტის მაგალითიდან ვისწავლეთ, ქრაუდფანდინგ პროექტი ვერ იქნება წარმატებული შესაბამისი რეკლამირებისა გარეშე, დაჯილდოვების სისტემის კი მის წარმატებულობას კიდევ უფრო უწყობს ხელს. მართლაც, ამ შემთხვევაშიც, ორივე ქვეყანამ, ამერიკამ და საფრანგეთმა, დიდი დრო და ენერგია ჩადეს თავიანთი წამოწყების რეკლამირებაში — გაზეთები სავსე იყო პროექტის შესახებ ინფორმაციით. საფრანგეთის მთავრობა მხარდამჭერებს თავისუფლების ქანდაკების თიხის პატარა ფიგურებითა და ლოტოს ბილეთებითაც კი ასაჩუქრდება, მაშინ როდესაც ამერიკელებისთვის აშკარაა თუ რა წარმოადგენდა ჯილდოს — თავად გრანდიოზული თავისუფლების ქანდაკება.
გაკვეთილი: სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროექტებს დიდი ფორა აქვთ, რადგან მთავრობა ხალხთან ურთერთობის ყველაზე ძლიერი და მრავალფეროვანი ბერკეტებით არის აღჭურვილი.
1962 წელი, ნერუ და ვიზუალური წარმოდგენის ძალა
ინდოეთის მხოლოდ თხუთმეტი წლის დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, როდესაც ჩინეთთან ომი უკვე გარდაუვალი იყო. ქვეყნის პირველმა პრემიერ მინისტრმა, ჯავაჰარლალ ნერუმ, ძალიან კარგად იცოდა, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ახალბედა სახელმწიფოს ხაზინა ვერ აუვიდოდა ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან, როგორიც იყო ჩინეთი, ომის დანახარჯებს, ამიტომ მიმართა კიდევაც მათ დახმარებისთვის.
საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ მოქალაქეები, განსაკუთებით კი ქალები, თავიანთ ძვირფასეულობასა და ფულს ინდოეთის დაცვის ფონდში დებდა. ნერუმ 220 000$-ზე მეტის აგროვება შეძლო ქაღალდის ფულში, ოქროში კი გაცილებით მეტის.
მაგრამ როგორ მოახერხა მან ეს?
ინდოელები ხომ დღესაც არ გამოირჩევიან თავიანთი სიმდიდრით და ნახევარი საუკუნის წინ ხომ საერთოდ. ისეთმა მდიდარმა ქვეყნებმაც, როგორებიც იყვნენ ამერიკა და საფრანგეთი, კი ვერ შეძლეს ამხელა თანხის შეგროვება თავისუფლების ქანდაკებითვის.
ნერუს ჰქონდა რაღაც, რაც ამერიკასა და საფრანგეთს არ ჰქონდა 1874 წელს (თავისუფლების ქანდაკების აგებისას). ნერუს დროს ტექნოლოგია უკვე განვითარებული იყო და თანაც მთელი ინდოეთი ერთი მიზნისთვის იყო გაერთიანებული — თავი დაეცვათ კარზე მომდგარი საშიშროებისგან. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან ძლიერი მოტივაციაა.
თუმცა, ნერუს გენია არა მხოლოდ თავის ორატორული ნიჭის მეშვეობით ადამიანთა გაერთიანებაში იყო, მან ვიზუალის ძალა დაინახა და შესაბამისადაც გამოიყენა ის.
ჯავაჰარლალმა გადაიღო ვიდეო, რომლის მეშვეობითაც ყოველ მოქალაქეს დახმარების გაღებისკენ მოუწოდებდა. ვიდეო მსმენელს ემოციებს გადასცემდა, რასაც ტექსტი კარგად ვერ ართმევს თავს, ამიტომ ადამიანების ღრმა ემოციური კავშირის გრძნობა უჩნდებოდათ ამ მიზნის მიმართ.
გაკვეთილი: მიზნის ვიზუალურად წარმოდგენის ძალა აშკარაა. თქვენი პროექტის ამ გზით წარმოდგენა, საზოგადოებათან ემოციური კავშირის დამყარების საუკეთესო გზაა, რაც თავისთავად მათ მოტივაციას გაზრდის, რომ გაიღონ დახმარება. ასევე, როდესაც ადამიანები თავიანთ მოქალაქეობრივ ვალდებულებას აცნობიერებენ პროექტის დაფინანსების მოტივაცია იზრდება.
თანამედროვე ქრაუდფანდინგის დაბადება
წარსულის ყველა ამ გაკვეთილის სწავლისა და ტექნოლოგიის განვითარების შედეგად, 2003 წელს იქმნება პირველი ციფრული ქრაუდფანდინგ პლატფორმა — ArtistShare.
თავდაპირველად ეს იყო საიტი, რომელზეც მუსიკოსები თავიანთი ფანებისგან ახალი ალბომების დაფინანსებას ითხოვდნენ. თუმცა, დროდადრო ის ფილმებისა და ფოტოგრაფიული პროქტების ფანდრეიზინგის პლატფორმაში გადაიზარდა.
პირველი პროექტი იყო მარია შნეიდერის ჯაზის ალბომი, „Concert in a Garden“. ეს მისი მეოთხე ალბომი გახლდათ, რომელმაც გრემმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, თუმცა პირველი, რომელმაც გაიმარჯვა. მის, ამ ალბომის, არსებობას კი შნეიდერი თავის ფანებს უმადლის, რომლებმაც ალბომის უფასოდ გადმოწერისა და ალბომის ფურცელზე თავიანთი სახელების ამობეჭდვის სანაცვლოდ, 130 000$-ით დააფინანსეს ის.
შნეიდერი აქ არ გაჩერებულა და 2013 წელს ახალი ქრაუდფანდინგ პროექტი წამოიწყო თავისი ახალი ალბომის, „Winter Morning Walks”-ის, დასაფინანსებლად. ამ ალბომმა სამი გრემმის ჯილდო მოიგო — საუკეთესო კლასიკური ვოკალური სოლო, საუკეთესო თანამედროვე კლასიკური კომპოზიცია და საუკეთესოდ აწყობილი ალბომი.
ჯილდოზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგი
ArtistShare-ის წარმატება ჯილდოზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგის პლატფორმების ბუმის პირველი ნაპერწკალი იყო. მალევე უამრავი მსგავსი პლატფორმა შეიქმნა, მაგალითად: Indeigogo 2008 წელს და Kickstarter-ი 2009-ში. ჩვეულებრივ, მსგავს საიტებზე კრეატიულ პროექტებს შეხვდებით, რომლებიც ფულადი დახმარების სანაცვლოდ რაიმე სახის ჯილდოს გთავაზობენ, ხშირად მატერიალური პროდუქტისა და გამოცდილების სახით.
2009 წლიდან 2015 წლამდე, Kickstarter-яу 265 00 პროექტი გაიხსნა, რომელთა 36%-ც წარმატებით დაფინანსდა. ჯამში პროექტებმა 9.7 მილიონი მხარდამჭერისგან 1.76$ მილიარდის აღება მოახერხეს. Kickstarter-ი „ყველაფრის ან არაფრის“ მოდელს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პროექტის მიერ დათქმული თანხა, განსაზღვრულ დრომდე, არ შეგროვდა, მაშინ გადარიცხული თანხა გადამრიცხველებს უბრუნდება. ზუსტად ამ მიზეზის გამო პროექტების უმეტესობა ხელცარიელი რჩება, თუმცა მეორე მხრივ, ეს მოდელი პროექტის ავტორს აიძულებს რაც შეიძლება მეტი დრო და ენერგია ჩადოს პოტენციური მხარდამჭერების მოზიდვაში. მხარდამჭერების კუთხიდან თუ შევხედავთ, ეს მოდელი მათ ფულის გადარიცხვისას თავდაჯერებულობას და შესაბამისად მოტივაციას ჰმატებს, რადგან მათ იციან, რომ რაც არ უნდა მოხდეს გადარიცხული თანხა არ დაიკარგება.
თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მხარდამჭერები მხოლოდ იმიტომ ჩაურიცხავენ ასეთ პროექტებს ფულს, რომ ჯილდო მიიღონ. ეს ასე არაა. სინამდვილეში, მხარდამჭერების დიდი ნაწილი ჯილდოს მისაღებ მინიმუმ თანხაზე ნაკლებს რიცხავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ უბრალოდ პროექტის დახმარება სურთ, ყველნაირი ჯილდოს გარეშე.
Kickstarter-ის ერთ-ერთი პროექტის ავტორი ამბობს:
„ადამიანებს არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ ოცნება უნდა მიყიდო.“
სესხზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგი
ცხოვრების რაღაც მომენტში ალბათ ყველას გვიცდია ბანკისგან სესხის აღება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო პროცესი ნამდვილად არაა. კერძო პირისგან ფულის სესხება გაცილებით მარტივი და ნაკლებად სტრესულია, ვიდრე ბანკისგან, არა? სესხზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგიც ზუსტად ესაა.
ქრაუდფანდინგის ეს ფორმა ჯილდოზე დაფუძნებულ მოდელამდე ადრე აღმოცენდა — 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 2005 წელს დიდ ბრიტანეთში. ის საშუალებას გვაძლევს ადამიანთა დიდი ჯგუფისგან ავიღოთ დაუზღვეველი სესხი (რა თქმა უნდა ამას იმ პლატფორმის თანხმობა სჭირდება, რომელზეც ვეძებთ მსესხებლებს) და შემდეგ პროცენტული მოგებით დავუბრუნოთ.
მსესხებლის პერსპექტივიდან, სესხის ასეთი სახით აღება გაცილებით მარტივია ვიდრე ბანკთან ურთიერთობა. გამსესხებლის ჩექმებიდან კი, ასეთი სესხის გაცემა სარისკოა და ამიტომ დაბალი საპროცენტო განაკვეთით უწევს მისი გაცემა.
ამ სერვისის შემომთავაზებელი პლატფორმები უფრო რთული სტრუქტურისაა, ვიდრე ჯილდოზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგის საიტები, რადგან ისინი ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის მიერ რეგულირდება. ამიტომ, მომხმარებელმა სოლიდური დრო უნდა დაუთმოს სესხის ასეთი სახით აღების სისტემის გამოსაკვლევად, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქველმოქმედო ქრაუდფანდინგი
დონაციაზე დაფუძნებული ქრაუდფანდიგი არის ქრაუდფანდინგის როგორც უძველესი ისევე უახლესი ფორმა. ეს უძველესია, რადგან მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციები ონლაინ რეჟიმში მანამდეც აგროვებდნენ ფულს, ვიდრე ქსელზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგი აღმოცენდებოდა. მაგრამ ის ასევე უახლესიცაა, რადგან დონაციაზე დაფუძნებულმა ქრაუდფანდინგ პლატფორმებმა მისცეს მცირე ზომის ორგანიზაციებსა და ინდივიდებს მხოლოდ 2010 წელს მისცეს საიტებზე მათი პროექტების განთავსების უფლება.
ქრაუდფანდინგის ეს ფორმა ყველაზე მარტივია. ალბათ გაგიგიათ GoFundMe, ის 2010 წელს შეიქმნა და მხოლოდ სამ წელიწადში 1.4 მილიონი მხარდამჭერისგან 350 პროექტის დაფინანსებიდან 120$ მილიონის აღება მოახერხა. პლატფორმა თითოეული დონაციის 5% საკომისიოს იღებს, მომხმარებლები გადარიცხვის საკომისიოსაც თავად იხდიან.
დღესდღეობით, საქველმოქმედო ქრაუდფანდინგი ნელნელა სახელს ითქვამს, თუმცა არაკომერციული ორგანიზაციების უმეტესობა მას არ იყენებს. უამრავი სოციალური მიზნის მიღწევა შეიძლება დაფინანსების მსგავსი მოდელით, რაც წარმოუდგენელი შესაძლებლობაა დავეხმაროთ მათ ვინც არ არის ჩვენსავით იღბლიანი. დონაციაზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგი კი ამის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა.
Comments